სააპელაციო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა გაიმართა
სააპელაციო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. მედიის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ეპიზოდზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ადვოკატთა ნაწილი 7 - ი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაში, 5 - ი ივლისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ეპიზოდს ასაჩივრებენ. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებმა 225 -ე მუხლით გათვალისწიმებული დანაშაული ჩაიდინეს, რაც არამარტო ჯგუფურ ძალადობას, არამედ ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. შესაბამისად მეორე ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარე მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი სასჯელის დამძიმებას ითხოვს.
