საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რიგაში უკრაინის ნაკრებთან სათამაშოდ გაემგზავრა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რიგაში უკრაინის ნაკრებთან სათამაშოდ გაემგზავრა. წასვლამდე გუნდმა გუშინ თბილისის სპორტის სასახლეში ბოლო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 13-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სანდრო მამუკელაშვილის სახით, ნაკრებს ერთადერთი დანაკლისი აქვს, რომელსაც „მილუოკი ბაქსთან“ ენ ბი ეის საზაფხულო ლიგაში თამაშის ვალდებულება აქვს. უკრაინა - საქართველოს შეხვედრა პარასკევს, 1 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება
