საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისი გაიხსნა
საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ერთად დაესწრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2018-2020-ც წლებში, სასწავლო წლის განმავლობაში ინგლისური ენის მოხალისე 85-მდე პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონის საჯარო სკოლებში მსახურობდა. ისინი მოსწავლეებთან მუშაობდნენ და ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს პროფესიული მიზნების მიღწევაში ეხმარებოდნენ.
