უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. ამის შესახებ მიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იტყობინება. ვიტალი კიმის ინფორმაციით, უკრაინამ 16 - ი მებრძოლი და ერთი სამოქალაქო პირი დაიბრუნა, სანაცვლოდ კი რუსეთს 15 - ი სამხედრო გადასცეს. გათავისუფლებული უკრაინელი მებრძოლებიდან რამდენიმე დაჭრილია და ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.
