პრემიერი მადრიდში მიღებას დაესწრო
მადრიდში, ესპანეთის მეფის, ფილიპე VI-ის სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მიღებაზე შედგა ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრაც. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.
