უკან გაბრუნებული სანქცირებული ტვირთი
უკან გაბრუნებული გემი სანქცირებული ტვირთით პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა. ელენე ხოშტარია, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და სახელმწიფო თეატრებიდან ჩარიცხული მილიონობით რუბლის შესახებ ისევ დუმს და მოწოდების მიუხედავად, არც დოკუმენტებს ასაჯაროებს, ახლა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ოპოზიციის დამაზიანებელი განცხადებების მიუხედავად, სანქცირებული ტვირთი საქართველოში ვერ შემოვა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების პირობებში, საქართველო ეკონომიკური ბუფერული ზონა არ გახდება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
