1058 ინფიცირებული ერთ კვირაში - კოვიდსტატისტიკა საქართველოში
გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1058 შემთხვევა გამოვლინდა. 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი – 1,67 მეასედი პროცენტია.
