ნატოს გენერალური მდივნისა და ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება
რამდენიმე წუთში ნატოს გენერალური მდივნისა და ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მადრიდის სამიტი კი თბილისის დროით ექვსის 20 წუთზე გაიხსნება. იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება დაანონსა, თუმცა ჯერ კონკრეტული დეტალები უცნობია.
