ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
განათლების პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ოლიმპიადა სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა.
