დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი
ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება რომის ისტორიულ პალაცოში- ჯორჯო ვაზარის მიერ მოხატულ დარბაზებში გაიმართა. ელჩმა ქეთევან ბაგრატიონმა საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. მიღების პარალელურად გაიმართა გამოფენა ,, საქართველოს ევროპული ფურცლები’’. ელჩის მეუღლე გარდაცვალების შემდეგ ქვეყნებს შორის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა. პრეზიდენტმა ჯილდო მის ოჯახს გადასცა. ღონისძიებაზე სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
