ქართული მრავალხმიანობის ზეიმი ვატიკანში
პირველად საქართველოს ისტორიაში - კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, რამდენიმე სოლისტთან ერთად, სიქსტეს კაპელაში კონცერტი გამართა. ქართველმა მგალობლებმა ვატიკანში ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და საგალობლის 20-მდე ნიმუში შეასრულეს. 29-ა ივნისს ქართული საგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარში, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, რომის პაპის საზეიმო ქადაგების შემდეგ შესრულდება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
