რვა წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან
რვა წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან. ისტორიული თარიღი და რეალური ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის პრემიერ მინისტრობის დროსაც, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, დღეს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. მნიშვნელოვან თარიღს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარეც. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
