ბათუმის პორტში გაჩერებული თურქეთის დროშით მცურავი გემი, უახლოეს ხანებში პორტს დატოვებს
ბათუმის პორტში გაჩერებული თურქეთის დროშით მცურავი გემი, უახლოეს ხანებში პორტს დატოვებს. დოკუმანტაციის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ გემი რუსული კომპანია როსტნეფტის კუთვნილი საწვავით არის დატვირთული. ეს ის კომპანიაა, რომელსაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები შეეხო. შესაბამისად, ტვირთი განბაჟებას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რეალიზაციას არ ექვემდებარება.
