"ნატოს" მადრიდის სამიტი ბრიუსელში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება
"ნატოს" მადრიდის სამიტი ბრიუსელში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. ესპანეთის დედაქალაქში ალიანსის ლიდერები იკრიბებიან. სამიტზე პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია გაემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილმა მიწვევა იენს სტოლტენბერგისგან პირადად მიიღო. პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. ნატოს მადრიდის სამიტზე ქართული მხარე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას ელოდება.
