მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რთული გამოწვევებით ხვდება
რთული ეკონომიკური ვითარება, კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები, რუსული რბილი ძალის გავლენა - მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რთული გამოწვევებით ხვდება. ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, რომ მოლდოვის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი უკრაინაში მიმდინარე ომის ფაქტორმა ითამაშა. რას ფიქრობენ კიშინიოვში ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს , თუმცა ყურადღებას ამხვილებენ რეფორმების გატარების აუცილებლობაზე. მიაჩნიათ, რომ ქვეყანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს კორუფციასთან ბრძოლაა. მოსახლეობის მეორე ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი .
