დავით არახამიას მორიგი ბრალდება საქართველოს ხელისუფლებას
დავით არახამიას მორიგი ბრალდება საქართველოს ხელისუფლებას. უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარე კვლავ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. მისივე მტკიცებით, სულ მალე ცნობილი გახდება ქართველი დეპუტატებისა და მინისტრების ანგარიშები. დავით არახამია ამავე კონტექსტში ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნმა ქართული მხარე სანქციების გვერდის ავლაში დაადანაშაულა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
