ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან რვა წელი გავიდა
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან რვა წელი გავიდა. ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ამ ჩამონათვალშია თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ბოლოს ევროპული პერსპექტივის აღიარება. მომდევნო ეტაპი კანდიდატის სტატუსია, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დააახლოებს.
