ხვალ ნატოს მადრიდის სამიტი ოფიციალურად გაიხსნება
ხვალ ნატოს მადრიდის სამიტი ოფიციალურად გაიხსნება. ესპანეთის დედაქალქში ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან. სამიტზე პრემიერი ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია გაემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილმა მიწვევა იენს სტოლტენბერგისგან პირადად მიიღო. პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. ნატოს მადრიდის სამიტზე ქართული მხარე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას ელოდება.
