ევროპული პერსპექტივიდან - კანდიდატის სტატუსამდე
ევროპული პერსპექტივიდან - კანდიდატის სტატუსამდე. ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ ბრიუსელის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. პოლიტიკური ძალები თანხმდებიან ერთობლივი დისკუსიის ფორმატის აუცილებლობაზე, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს დესტრუქციული განცხადებები უშლის ხელს. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, განმარტავენ, რომ ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსია და ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ქართულ მხარეს ვადა ვადა წლის ბოლომდე აქვს.
