ისტორიული დღე სიქსტეს კაპელაში
ისტორიული დღე სიქსტეს კაპელაში. ამ სივრცეში ქართული პოლიფონია პირველად გუშინ აჟღერდა. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის საათნახევრიან პროგრამაში იყო გალობა, ხალხური სიმღერა და თანამედროვე საგუნდო მუსიკა. კონცერტი პაპის კაპელამ გახსნა, ფინალში კი კათოლიკოს პატრიარქის ,,ავე მარია“ ერთობლივად შეასრულეს პატრიარქის და პაპის გუნდებმა. 2 დღეში, ილია მეორეს „ავე მარია“ და „შენ ხარ ვენახი“ უკვე წმინდა პეტრეს ტაძარში აჟღერდება.
