ბავარიაში “დიდი შვიდეულის” ლიდერთა სამიტი დაიწყო
ბავარიაში “დიდი შვიდეულის” ლიდერთა სამიტი დაიწყო, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკის დეფიციტი და სასურსათო კრიზისი განხილვის მთავარი თემები იქნება. შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებიან. სამიტს სავარაუდოდ ხვალ ონლაინ-რეჟიმში შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი. როგორც დასავლური მედია წერს, სამიტის მონაწილეები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებას და კრემლზე ზეწოლის გაძლიერებას შეეცდებიან. რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა გერმანიაში ჩასულმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
