უკრაინის პოზიცია NATO-ში გაწევრიანებაზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანების კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე. „ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ჩვენ ამ მხრივ სხვა არაფერს გავაკეთებთ. ველით, რომ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში უფრო მკაცრი გაფრთხილება იქნება რუსი აგრესორისთვის. თუ ნატო არ შეაფასებს რეალურ ვითარებას, ეს იქნება მორიგი სრულიად შეუსაბამო დოკუმენტი,“-აღნიშნა ზელენსკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა „ფაინანშალ თაიმსთან“ ინტერვიუში. მადრიდის სამიტზე ნატომ უკრაინასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალი ვერსია, სტრატეგიული კონცეფცია უნდა მიიღოს. უკრაინას სურს, ახალი კონცეფციიდან გამოირიცხოს რუსეთის, როგორც პარტნიორის ნებისმიერი ხსენება. დოკუმენტის უახლეს ვერსიაში კი ნათქვამია, რომ ნატო რუსეთთან „ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას“ ესწრაფვის და ნატო-რუსეთის თანამშრომლობას სტრატეგიულად მნიშვნელოვანად მიიჩნევს.
