უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს. სარაკეტო დარტყმები გამთენიისას კიევზე განხორციელდა. დაიბომბა ჩერკასის, ხარკოვისა და რივნის დასახლებული რაიონებიც. პარალელურად, საოკუპაციო ძალა აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გამყარებას ცდილობს. რუსების კონტროლქვეშ გადავიდა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით.
