ვიოლა ფონ კრამონი უკრაინის და მოლდოვის სტატუსზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვის შესახებ იაფფასიანს უწოდებს. ევროაქტივისთვის მიცემულ ინტერვიუში კრამონი ბრიუსელის გადაწყვეტილებას აფასებს „ეს იყო ძალიან იაფფასიანი გადაწყვეტილება, რადგანაც ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს. მათ შეუძლიათ იყვნენ კანდიდატის სტატუსით მოსაცდელ ოთახში სამუდამოდ, როგორც ამას თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი გვიჩვენებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებების გარეშე,“-აღნიშნა ფონ კრამონმა.
