სტიქიის შედეგებს ებრძვიან რუსთავშიც
სტიქიის შედეგებს ებრძვიან რუსთავშიც. ძლიერმა ქარმა ქალაქში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები ელექტრო გადამცემი ხაზები და მრავალწლოვანი ხეები. ძლიერმა ქარმა რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი ოქსიგენ ფესტის სცენა და ინფრასტრუქტურაც დააზიანა, რის გამოც მუსიკალური ნომრების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ "რუსთავ-სერვის ცენტრის" თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
