მეწყრული პროცესები განვითარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტეის სოფელ მედანში
მეწყრული პროცესები განვითარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტეის სოფელ მედანში. დაზიანებულია საკარმიდამმო ნაკვეთები და თხილის ბაღები. საუბარია დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ფართობზე, სადაც მიწა ორად არის გაყოფილი. მეწყრული პროცესების შედეგად ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, ბუნებრივი აირის მილები და წყალსაქაჩი ტუმბოები. უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა შიდა საუბნო გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივების განცხადებით, ნალექმა გაანადგურა მოსავლის უმეტესი ნაწილი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. პარალელურად შეიქმნება სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ადგილზეარსებულ გეოლოგიურ პროცესებს შეისწავლის.
