საგინაშვილის ტრიუმფი დუბაიში
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა დუბაიში გამართულ ტურნირზე შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ის კანადელ დევონ ლარატის შეხვდა, რომელსაც 6:0 აჯობა. საგინაშვილის მეტოქეს ბოლო 10 შეხვედრიდან ყველა მოგებული ჰქონდა, თუმცა საგინაშვილთან უშანსოდ იყო. ქართველ ჰალკს 2018 წლის შემდეგ არ წაუგია. ლევანის გარდა ამავე ტურნირზე კიდევ ერთმა ქართველმა ირაკლი ზირაქაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრაზილიელი მარსიო ბარბოსა 4:0 დაამარცხა.
