ღონისძიება სოფელ ფერიის ახალ სკოლაში
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში ახალაშენებული სკოლა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო. სკოლაში 500 ბავშვი სწავლობს , სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება. ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლები აფხაზ მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ.
