ლევან კაჭარავას მკვლელობას სილქროუდ გრუპი ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს
ლევან კაჭარავას მკვლელობას სილქროუდ გრუპი ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „ ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან.
