სტიქია რუსთავში, ძლიერმა ქარმა ქალაქში პრობლემები შექმნა
სტიქია რუსთავში, ძლიერმა ქარმა ქალაქში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ელექტრო გადამცემი ხაზები, დამტვრეულია ხეები. ძლიერმა ქარმა რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი სცენაც დააზიანა, რის გამოც მუსიკალური ნომრების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.
