ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ძალიან იაფფასიანი იყო
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ძალიან იაფფასიანი იყო. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ევრაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ეს იყო ძალიან იაფფასიანი გადაწყვეტილება, რადგანაც ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს. მათ შეუძლიათ იყვნენ კანდიდატის სტატუსით მოსაცდელ ოთახში სამუდამოდ, როგორც ამას თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი გვიჩვენებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებების გარეშე,“-აღნიშნა ფონ კრამონმა.
