„დიდი შვიდეულის“ სამიტი
“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკის დეფიციტი და სასურსათო კრიზისი განხილვის მთავარი თემები იქნება. სამიტს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც დაესწრებიან. როგორც დასავლური მედია წერს, სამიტის მონაწილეები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებას და კრემლზე ზეწოლის გაძლიერებას შეეცდებიან. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამიტზე დიდი შვიდეულის ლიდერები შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზეც შეთანხმდნენ. სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ-რეჟიმში ჩაერთვება.
