ომი უკრაინაში
ომის 123-ე დღე. უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს. სარაკეტო დარტყმები გამთენიისას კიევზე განხორციელდა. დაიბომბა ხარკოვისა და რივნის დასახლებული რაიონებიც. პარალელურად, საოკუპაციო ძალა აღმოსავლეთის ფრონტზე წინ წაწევას ცდილობს. რუსების კონტროლქვეშ გადავიდა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით.
