Tbilisi Open Air 2022
70 მდე შემსრულებელი და ათასობით მსმენელი თბილისი ოუფენ იარმა საფესტივალო ქალაქში გააერთიანა . 2 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ფესტივალზე წელს მსმენელთა რეკორდული რაოდენობა მივიდა . 25 ივნისს მთავარი ჰედლაინერი ალტ - ჯეი იყო .ბრიტანული როკ ჯგუფი ყველასთვის ცნობილ მუსიკალურ ნამუშევრებს 1 საათის განმავლობაში ასრულებდა. ფესტივალის მეორე დღის შემსრულებლები იყვნენ ჯგუფები კილეიჯის და არა .საქართველოს ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი დღეს უკრაინული როკ ჯგუფის ოკეან ელზის კონცერტით დაიხურება. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით ,გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება .
