U20 იტალია - საქართველო
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 6 ერის ზაფხულის სერიის პირველ ტურში იტალიის ასაკობრივ გუნდს შეხვდა და 36:19 დამარცხდა. ლადო კილასონიას მომზადებულმა გუნდმა მეტოქეს 3 ლელო დაუდო. ბორჯღალოსნებიდან თავი ნიკა სუთიძემ, პაატა გალდავამ და შალვა აფციაურმა გამოიჩინეს. ჩვენი ქვეყნის გუნდი მეორე შეხვედრას 30 ივნისს, უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში შოტლანდიას 45:15 აჯობა.