საქართველო უნგრეთთან დამარცხდაა
წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ და მასპინძელ უნგრეთის ნაკრებთან ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა აგაუწია და 4 ბურთიანი სხვაობით 14:18 წააგო. ქართველმა წყალბურთელებმა 1 მოგებით და 2 მარცხით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში გასვლა შეძლეს, სადაც მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. სტანოიევიჩის გუნდი 27 ივნისს ხორვატიას შეხვდება, რომელმაც ბე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
