წალენჯიხის მერის თანაშემწე, სამსახურეობრივი ავტომანქანით ავარიაში მოყვა
წალენჯიხის მერის თანაშემწე, სამსახურეობრივი ავტომანქანით ავარიაში მოყვა. მერი გიორგი ხარჩილავა, თანაშემწესთან ერთად თბილისში აქციაზე იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას უკან დაბრუნებისას არაუფლებამოსილი პირი მართავდა, რა დროსაც სხვა მანქანას დაეჯახა. ავტომობილი მოცურდა და სხვა სამი ავტომანქანა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. წალენჯიხის მერი ქრონიკასთან კომენტარს არ აკეთებს.
