ომი უკრაინაში
4 თვეა რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. საოკუპაციო ძალები ქვეყანას აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებიდან უტევენ. ისევ გრძელდება ოკუპანტების მხრიდან სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე სრული კონტროლის მოპოვების მცდელობა. ვრცელდება ცნობები ოკუპანტების მხრიდან ჟიტომირის, ლვოვის, ჩერნიგივის და დენპროპეტროვსკის ოლქების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ. დაიბობმა ოდესის ოლქის ტერიტორიები. გამთენიისას სარაკეტო იერიშის სამიზნეში მოექცა ხარკოვის ცენტრი. ოფიციალური კიევი ისევ იარაღის უკმარსობაზე მიუთითებს და აცხადებს რომ უკრაინის გარდა რუსული აგრესია დანარჩენ მსოფლიოსაც ემუქრება.
