წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმე
ამ დრომდე უცნობია რა არის მოტივი, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობაში. მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. გამორიცხავენ იმ ვერსიას, თითქოს მას ბიზნესპარტნიორებთან საქართველოში რაიმე ტიპის კონფლიქტი ჰქონდა. ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ავტომობილით გუშინ, თანამშრომელთან ერთდ თბილისი-წყნეთის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ჩასაფრებით ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად, კაჭარავა, მანქანაში ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ლევან კაჭარავას 20ზე მეტი ტყვია ესროლეს. საგამოძიებო მოქმედებები წყნეთის გზატკეცილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. ის სილქ როუდ გრუპის ერთ ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. გამოძიება ორი მუხლით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.
