ხოშტარიას რუსული რუბლები
მმართველი ძალა კვლავ ელის ელენე ხოშტარიასგან რუსული ფულის ჩარიცხვების დოკუმენტების გამოქვეყნებას, თუმცა თავად ხოშტარია დღეს აცხადებს, რომ ანგარიშებისა და ჩარიცხვების შესწავლა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, რის შემდეგაც დოკუმენტების გასაჯაროების წინააღმეგი არ არის. მან დღეს კიდევ ერთხელ გაიმაორა, რომ ამაში სკანდალური არაფერი არ არის.
