მოწოდება პოლარიზაციის დასრულებისკენ - გამოხმაურებები
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია, ისევე როგორც განსაზღვრულია ვადა, ექვსი თვე ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. როგორ იწყებს ქართული მხარე ამ პირობების შესარულებას? ხელისუფლება ირწმუნება, რომ მზადაა საქმის დასაწყებად, ოპოზიციას ხელისუფლების დაპირების არ სჯერა, სახალხო მოძრაობა კი ულტიმატუმს აყენებს პრემიერის გადადგომის მოთხოვნითა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნით, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის ნაწილი უერთდება. არადა რეკომენდაციების სია დეპოლარიზაციით იწყება და პროცესებში ყველას ჩართულობით სრულდება. ამის მიუხედავად, დღეს განხილვის საგანია, რამდენად შესრულებადია სახალხო მოძრაობის მოთხოვნა. როგორც ჩანს ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული პოზიციები აქვთ. მაკა აბულაძემ მოისმინა დღეს ეს შეფასებები.
