აქცია რუსთაველის გამზირზე
პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიამ გაახმოვანა, თუმცა ოპოზიციამ დაადასტურა რომ ყველაფერი მათთან შეთანხმებულია. აქციაზე ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კვირა მისცეს, პრემიერ მინისტრის პასუხი კი მათთვის ცნობილი იყო. ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს. აქციაზე ორგანიზატორებმა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებაც ისაუბრეს. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა და ფრაქციის თავმჯდომარემ მიმართეს. დავით არახამიასგან კონკრეტული მითითებებიც მიიღეს.
