ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა
ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არ უერთდება და იდეას აბსურდულს უწოდებს. რადიკალურმა ოპოზიციამ იმ გეგმის განხორციელება დაიწყო, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობდა. ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად ოპოზიცია ქუჩაში გავიდა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ქართული ოცნება კი რეკომენდაციების შესასრულებლად მზად არის.
