შეხვედრა ტურიზმის სექტორთან
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე შეხვდნენ. მთავარი მიზანი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადება და არსებული გამოწვევების განხილვა იყო. მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგ პროგრამების ჩატარებას გეგმავს.
