აქცია რუსთაველის გამზირზე
პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე გახმოვანდა. აქციაზე ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კვირა მისცეს, თუმცა პრემიერ მინისტრის პასუხი ცნობილია. გუშინ ბრიფინგზე უკვე თქვა რომ გადადგომას არ აპირებს. აქციაზე ორგანიზატორებმა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებაც ისაუბრეს. პოლიტიკურ მოთხოვნებს მოძრაობა სირცხვილია ახმოვანებს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს რომ ყველაფერი მათთან შეთანხმებულია. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა და ფრაქციის თავმჯდომარემ მიმართეს. დავით არახამიასგან კონკრეტული მითითებებიც მიიღეს.
