გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის
უკრაინელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობაში, რომელიც ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართული და უკრაინულენოვანი სექტორების მოსწავლეები. პროექტის მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული მოსწავლეების ქართველ თანატოლებთან ინტეგრაცია და გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა.
