მასწავლებელთა კონფერენცია
ზუგდიდში მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს, გამოცდილებების ურთიერთგაზიარებას, ახალი სასწავლო პრაქტიკების დანერგვას. კონფერენცია ორდღიანია. პროექტი ზუგდიდის მერიისა და განათლების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
