აქცია რუსთაველის გამზირზე
მოძრაობა სირცხვილია პრემიერ- მინისტრის გადადგომას ითხოვს. ევროპისთვის შეკრებილებმა პოლიტიკური მოთხოვნები რუსთაველის გამზირზე გაახმოვანეს. ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კვირა მისცეს, თუმცა გუშინ პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე უკვე თქვა რომ გადადგომას არ აპირებს. აქციაზე ორგანიზატორებმა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებაც ისაუბრეს. პოლიტიკურ მოთხოვნებს მოძრაობა სირცხვილია ახმოვანებს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს რომ ყველაფერი მათთან შეთანხმებულია. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა და ფრაქციის თავმჯდომარემ მიმართეს. დავით არახამიასგან კონკრეტული მითითებები მიიღეს.
