"ევროპული საბჭოს პირობას ხელისუფლება პირნათლად შეასრულებს"
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა დეოლიგარქიზაციაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მეტი კონკრეტიკისთვის გაიმართება კონსულტაციები ბრიუსელთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული კანონის მიღება.
