წყალბურთელთა შეხვედრა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მონტენეგროსთან მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით, 9-10 დამარცხდა. ჩვენი ქვეყნის გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ივან სარიჩი იყო, რომელმაც 3 გოლი გაიტანა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრელებმა ბრაზილიელებს 20-6 მოუგეს. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 2 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მესამე შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 25 ივნისს უნგრეთის ეროვნულ გუნდთან გამართავენ. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
